სპორტის საერთაშორისო დღე 2020 წელს განსხვავებული ფორმატით აღინიშნება

6 აპრილს, მსოფლიო სპორტის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. პირველად ამ დღის აღნიშვნის ისტორიაში, საერთაშორისო ორგანიზაციის „მშვიდობა და სპორტი“ გადაწყვეტილებით, სპორტის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები და აქტივობები ონლაინ სივრცეში გადაინაცვლებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს განათლების, მეციერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, წელს ამ ღონისძიების მთავარი მესიჯი მსოფლიო მასშტაბით იქნება „მე ვრჩები სახლში და ვვარჯიშობ“. საერთაშორისო ორგანიზაციამ, რომლის სათაო ოფისი მონაკოში მდებარეობს, წელს ამ დღის აღსანიშნავად მონაწილე ქვეყნებისთვის სპეციალური პროტოკოლი შეიმუშავა. „მიღებული რეკომენდაციების გათვალისწინებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“, სპორტით დაინტერესებულ ადამიანებს ონლაინ სივრცეში საინტერესო აქტივობებს სთავაზობს რამდენიმე მიმართულებით: ვიდეო, ფოტო და ესეების კონკურსი, ონლაინ შეხვედრები ცნობილ სპორტსმენებთან და ტრადიციული კამპანია თეთრი ბარათებით. მშვიდობის სიმბოლოს, თეთრ ბარათს წელს დამატებითი დატვირთვა ექნება - სპორტსმენები თეთრი ბარათით გადაღებულ ფოტოსთან ერთად, სოციალურ ქსელში ატვირთავენ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საქართველოში შექმნილი ფონდის ანგარიშის ნომერს და ასე მოუწოდებენ საზოგადოებას ქველმოქმედებისაკენ. თეთრი ბარათის კამპანიაში გამოიყენება შემდეგი ჰეშთეგები: #WhiteCard #StopCov სპორტის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს რამდენიმე კონკურსს:

1. ვიდეო კონკურსი „მე ვრჩები სახლში და ვვარჯიშობ“ კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა ჩაწერონ საკუთარი ან ოჯახის წევრის ვარჯიშის ვიდეორგოლი და ატვირთონ საკუთარ Facebook, Instagram ან Twitter-ის გვერდზე, მონიშნონ „საქართველოს ეროვნული ფედერაცია სპორტი ყველასათვის / SportForAll“ და დაწერონ 3 აუცილებელი ჰეშთეგი: #სპორტისდღე2020 #PeaceAndSport #დარჩისახლში კონკურსის აუცილებელი პირობაა 2 ადამიანის გამოწვევა. ვიდეორგოლი სოციალურ ქსელში უნდა განთავსდეს 3-10 აპრილის ჩათვლით. დასაწყისში სამინისტრო გამოავლენს 10 ყველაზე შემოქმედებით (კრეატიულ) და საინტერესო ვიდეოს, რომელთა ავტორებიც სიმბოლურ საჩუქრებს მიიღებენ. შემდეგ ეტაპზე ამ ათი ვიდეოდან გამარჯვებულს გამოავლენს ცნობილი სპორტსმენებისგან შემდგარი ჟიური. კონკურსის გამარჯვებული დაჯილდოვდება სპეციალური პრიზით, სამახსოვრო საჩუქრებით და სპორტსმენების ავტოგრაფებით.

2. ნახატების კონკურსი სკოლის მოსწავლეთა შორის (I-XII კლასები) სკოლის მოსწავლეებმა, 3-10 აპრილის ჩათვლით, ელ. ფოსტაზე sportdep@mes.gov.ge უნდა გამოაგზავნოთ ნახატი მოცემული თემებიდან ერთ-ერთზე: გენდერული თანასწორობა და სპორტი მშვიდობა და სპორტი ნამუშევრები გამოქვეყნდება საქართველოს ეროვნული ფედერაციის „სპორტი ყველასათვის“ ფეისბუქის გვერდზე. გამარჯვებულებს 3 ასაკობრივ კატეგორიაში (I-IV კლასები, V-IX კლასები, X-XII კლასები) სამინისტრო გამოავლენს. გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდებიან სიმბოლური საჩუქრებით. დამატებით ნომინაციაში „სპორტსმენის რჩეული ნახატი“, საუკეთესო ნახატის ავტორს გამოავლენს ცნობილი სპორტსმენი და გადასცემს სიმბოლურ საჩუქარს.

3. ესეების კონკურსი სკოლის მოსწავლეთა შორის (V-XII კლასები) სკოლის მოსწავლეებმა, 3-დან 10 აპრილის ჩათვლით, ელ. ფოსტაზე sportdep@mes.gov.ge უნდა გამოაგზავნონ ესე მოცემული თემებიდან ერთ-ერთზე: „გენდერული თანასწორობა და სპორტი“ „მშვიდობა და სპორტი“ ესეს მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 300 სიტყვას. გამარჯვებულები 2 ასაკობრივ კატეგორიაში (V-IX კლასები, X-XII კლასები) გამოვლინდებიან და სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდებიან. გაერო-ს ინიციატივას „სპორტის საერთაშორისო დღე მშვიდობისა და განვითარებისათვის“, საქართველო 2014 წელს შეუერთდა და მას შემდეგ ეს დღე ჩვენს ქვეყანაში საზეიმოდ აღინიშნება. საქართველოში სპორტის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზატორები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“ არიან.

ასევე, სპორტის დღის აღნიშვნაში ყოველწლიურად აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა სპორტული ფედერაცია“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პაველ ფელგენგაუერი - ისრაელ-პალესტინის ზავის პირობები დამოკიდებული იქნება იმაზე, ისრაელი ღაზის სექტორს „ჰამასისაგან“ სრულად გაწმენდს და მოისურვებს თუ არა ამჯერად მასზე კონტროლის აბასის ადმინისტრაციისთვის გადაცემას
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2021
იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
ევროკრედიტსა და საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში, თბილისსა და ქუთაისში „მამების სკოლა“ იხსნება
სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში სუპერ პრიზი - ბინა გათამაშდა
კარაგანდაში შპს „ქაზ კარბონის“კუთვნილი ახალი ნახშირის გამამდიდრებელი ფაბრიკა გაიხსნა
თბილისში ქართულ-ფრანგული საკონდიტროების ქსელ Bisues-ის პირველი მაღაზია გაიხსნა