რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პირველი კვარტლის საბიუჯეტო გეგმა 106 პროცენტით შეასრულეს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2020 წლის პირველი კვარტლის სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებული გეგმა 106.3 % - ით შეასრულა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტორდან აცნობეს, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე, რომელიც 252.6 მილიონ ლარს შეადგენდა, წელს, 3 თვის განმავლობაში, 181 მილიონი ლარით მეტი ფინანსური რესურსის ათვისება მოხერხდა (433.9 მილიონი ლარი).

„სამინისტროს არსებობის ისტორიაში ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალია და წინა წლის პირველი კვარტლის მონაცემზე 72%-ით მეტია. შესრულებული 3 თვის საკასო ხარჯი წლიური დამტკიცებული გეგმის 21%-ია, შარშან კი 12% იყო. გეგმა გადაჭარბებით შეასრულეს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, მუნიციპალური განვითარების ფონდმა, გაერთიანებული წყალმომარაგებისა და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიებმა. ასევე, აღსანიშნავია, რომ სამინისტრომ, გამოყოფილი კრედიტებისა და გრანტების ნაწილში, პირველი კვარტლის გეგმას 26 მილიონი ლარით გადააჭარბა,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა