გიორგი ვაშაძე - სწრაფი დიაგნოსტიკის არ დაწყების გამო დაშვებულმა ფატალურმა შეცდომამ ეკონომიკას ძალიან დიდი უღელი დაადო

პარტია „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის განცხადებით, სწრაფი დიაგნოსტიკის არ დაწყების გამო დაშვებულმა ფატალურმა შეცდომამ ეკონომიკას დიდი უღელი დაადო და სანამ დიაგნოსტიკა მასობრივად არ დაიწყება, შეუძლებელია რაიმე „საკუთარ ადგილს დაუბრუნდეს.“

„ძალიან მძიმე ვითარება არის ეკონომიკური თვალსაზრისით. მითუმეტეს სწრაფი დიაგნოსტიკის არ დაწყების გამო დაშვებულმა ფატალურმა შეცდომამ ეკონომიკას ძალიან დიდი უღელი დაადო. ჩვენ არ ვიცით საერთოდ როდის განახლდება ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობა, იმიტომ, რომ სანამ დიაგნოსტიკა მასობრივად არ დაიწყება, მანამდე შეუძლებელი იქნება რაიმე საკუთარ ადგილს დაუბრუნდეს და ადამიანები არიან შიმშილის ზღვარზე,“ - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

ვაშაძის კომენტარს პარტია „ახალი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო