მაია ცქიტიშვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ნაწილზე - ალბათ, ამ დროს სხვა ადამიანის გასაჭირზე ფულის კეთება არის ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლება ამ ორგანიზაციებმა გააკეთონ

ალბათ, ამ დროს სხვა ადამიანის გასაჭირზე ფულის კეთება არის ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლება ამ ორგანიზაციებმა გააკეთონ, - ასე უპასუხა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა იმ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ნაწილზე დასმულ კითხვას, რომლებმაც ქვეყანაში შექმნილი ვითარების მიუხედავად საშეღავათო პერიოდის დაწესებაზე უარი განაცხადა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში ვერ იქნება რომელიმე ერთი კონკრეტული ბიზნესი, რომელსაც ეს გამოწვევა არ შეეხება.

ამასთანავე, მაია ცქიტიშვილმა ბიზნესორგანიზაციებს იმ ადამიანებზე ზრუნვისკენ მოუწოდა, ვინც ვირუსიდან გამომდინარე შემოსავალი დაკარგა და ამგვარად დაზარალდა.

„ინიციატივა, რომელიც ეხებოდა ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მხრიდან სესხების გადავადებას, იყო მთავრობის, ბანკებისა და ამ ორგანიზაციების ერთობლივი ინიციატივა. ამას, რა თქმა უნდა, ვერანაირი ძალადობრივი ხასიათი ვერ ექნებოდა. ჩვენ შეგვიძლია, მხოლოდ მოვუწოდოთ მთავრობის მხრიდან, ყველა იმ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, რომელსაც, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ აქვს ეს გადაწყვეტილება მიღებული. მოვუწოდებთ, გადაიაზროს არსებული ვითარება, მიხვდეს, ასევე, რომ ეს ორგანიზაციებიც ატარებენ იმ სოციალურ პასუხისმებლობას, რომელსაც ქვეყნის ყველა ჩვენი მოქალაქე ატარებს დღეს და მაშინ, როცა ჩვენ ყველანი ვცდილობთ, რომ გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენს ქვეყანაში მოქალაქეთა ინტერესები, მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც კარგავენ ან დაკარგავენ შემოსავალს და დაზიანდნენ ამ გლობალური პანდემიის შედეგად, რა თქმა უნდა, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ვერ იქნება რომელიმე ერთი კონკრეტული ბიზნესი, რომელსაც ეს გამოწვევა არ შეეხება.

რა თქმა უნდა, ყველას აქვს თავისი ბიზნესი და იცავს საკუთარი ბიზნესის ინტერესებს, მაგრამ მოდით, დავიცვათ იმ თანამოქალაქეების ინტერესებიც, რომლებიც ხვალ, ზეგ გახდებიან ასევე ჩვენი ბიზნესის მომხმარებლები. ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსაც უნდა ესმოდეთ, რომ ეს არის მათი კლიენტურა და იმ შემთხვევაში, როდესაც ისინი გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენებენ ამ ადამიანებს, ხვალ და ზეგ ეს ადამიანები აირჩევენ უფრო საიმედო, უფრო სანდო ან უფრო პასუხისმგებლიან მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს. ასე რომ, ამ ორგანიზაციებს მომავალში თავისი რეპუტაციული რისკებიც შეიძლება ჰქონდეთ. მოდით ერთად დავუდგეთ გვერდში ერთმანეთს და არ ვისარგებლოთ სხვისი გასაჭირით,“- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო