ნათია თურნავა - აზიის განვითარების ბანკის პროგნოზი 0%-იანი ზრდა გარკვეულწილად ოპტიმისტურიცაა, სჯობს, ვემზადოთ უარესისკენ და მერე გაგვიხარდეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას შეფასებით, აზიის განვითარების ბანკის პროგნოზი, საქართველოში ეკონომიკის 0%-იან ზრდასთან დაკავშირებით, „გარკვეულწილად ოპტიმისტურია“. როგორც თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაშიგამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სჯობს ქვეყანა უარესისთვის ემზადოს და „მერე გაგვიხარდეს ყველას ერთად, რომ უკეთესს მივაღწევთ“.

„რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის პროგნოზებს, საკმაოდ რთულია ახლა კონკრეტული პროგნოზის შეთავაზება, რადგან ისევ და ისევ დამოკიდებულები ვართ იმაზე, რამდენ ხანს გაგრძელდება კორონავირუსის გამოწვევა, არა მარტო საქართველოში, გლობალურად. დამოკიდებულები ვართ ასევე იმაზე, რამდენად სწარაფად ამოიქოქება არა მხოლოდ საქართველოს ეკონომიკა, არამედ, გლობალური ეკონომიკა. ვიტყოდი, რომ აზიის განვითარების ბანკის პროგნოზი, 0%-იანი ზრდა გარკვეულწილად ოპტიმისტურიც არის. ჯობს, ჩვენ ვემზადოთ უარესისკენ და მერე გაგვიხარდეს ყველას ერთად, რომ უკეთესს მივაღწევთ. ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“, - განაცხადა თურნავამ.

ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ ბიუჯეტის წარდგენა განახლებული პარამეტრებით მოხდება სწრაფად, მას შემდეგ, რაც მთლიანად ექნება მთავრობას დახმარების პაკეტი ჩამოყალიბებული. „ეს იქნება ბიუჯეტი, რომელიც გადაწყობილი იქნება დახმარებაზე და მომავალში კიდევ მხარდაჭერაზე და ბიზნესის სტიმულირებაზე“, - განაცხადა თურნავამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს