ნათია თურნავა - დიდი მადლობა ფონდ „ქართუს“, რომელიც ყოველთვის ქართველი ერის გვერდით დგას

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ფონდი „ქართუ“, როგორც ყოველთვის საქართველოს მოსახლეობისა და ხელისუფლების გვერდით დგას.

„ფონდი „ქართუ“ როგორც ყოველთვის ჩვენს გვერდით დგას. პირველ რიგში საქართველოს მოსახლეობის გვერდით და რა თქმა უნდა, მთავრობის გვერდით დგას ყველაფერში, როდესაც ჩვენ გლობალური კრიზისული გამოწვევა გვიდგება წინ. ეს იყო ასევე, თბილისის წყალდიდობის დროს, ეს იყო სხვა მრავალი აუცილებელი პროექტის შესრულების დროს და ახლაც, როგორც ყოველთვის მზადყოფნას გამოხატავენ, რომ გვერდში დაგვიდგნენ და დაგვეხმარონ.

ჩვენ ჯერჯერობით, ვმუშაობთ ანტიკრიზისულ ბიუჯეტზე, ვსაუბრობთ სხვადასხვა დონორ ორგანიზაციასთან, ვინც გამოხატა დახმარების სურვილი და მთლიანობაში ამ პაკეტში გადაწყდება დამატებითი დახმარების საჭიროების შესახებ, მაგრამ კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ფონდ „ქართუს“, რომელიც ყოველთვის დგას ქართველი ერის გვერდით“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა