ლევან დავითაშვილი - მარაგების კუთხით გვაქვს დამაიმედებელი მდგომარეობა, შეფერხება ამ მომენტისთვის არ არსებობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში გარკვეული გამოწვევები არსებობს, საქართველოს მოსახლეობას ყველა სახის სასურსათო პროდუქტზე შეუფერხებელი ხელმისაწვდომობა აქვს.

როგორც დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ყველაზე დიდ გამოწვევას მკაცრი საკარანტინო ზონების სურსათით მომარაგება, რაზეც აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა.

„ჩვენ რეგულარულად ვაკეთებთ მარაგების მონიტორინგს, ასევე ახალი შესყიდვების შემოსვლის გრაფიკს ვადევნებთ თვალ-ყურს, სამინისტროში არსებობს შესაბამისი ჯგუფი ამისთვის. დღეს ჩვენ მარაგების კუთხით გვაქვს დამაიმედებელი მდგომარეობა, შეფერხება ამ მომენტისთვის არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული გამოწვევები, მათ შორის ექსპორტის შეზღუდვები რეგიონში არსებობს და არსებობს შემაფერხებელი ფაქტორები, დღეს ჩვენს მოსახლეობას აქვს აბსოლუტურად შეუფერხებელი ხელმისწავდომობა ყველა სახის სასურსათო პროდუქტთან.

ყველაზე მეტი გამოწვევა უკავშირდება განსაკუთრებული მკაცრი საკარანტინო ზონების სურსათით მომარაგებას, აქაც რეგიონულ შტაბთან მიდის მუდმივი მუშაობა, ყველა შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურა არის ჩართული იმისთვის, რომ უწყვეტ რეჟიმში მიეწოდებოდეს მოსახლეობას სურსათი, პირველადი საჭიროების სხვადასხვა პროდუქცია და ამაზე სამინისტრო ზრუნავს.

ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ქვეყნის სურსათით მომარაგება ასეთ დროს ხდება პრიორიტეტი, ეს არის გლობალური ტენდენცია, გლობალურად სავაჭრო შეფერხებები ეს არის დღის წესრიგი ბევრ ქვეყანაში, არის სურსათის ჯაჭვის შემაფერხებელი ფაქტორები, რაზეც FAO თავის ანალიზში აღნიშნავდა და მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს გათვალისწინებული სასურსათო უსაფრთხოების თვალსაზრისით. ეს არის სამინისტროს რუტინული პოლიტიკის ნაწილი და ამ კუთხით საქართველოში გვაქვს შესაბამისი ადეკვატური პოლიტიკა იმისთვის, რომ მათ შორის კრიზისულ სიტუაციაში და საგანგებო რეჟიმში ჩვენ მოვახდინოთ მარაგების სწორად მართვა და მიწოდების ჯაჭვის უზრუნველყოფა”, - განაცხადა დავითაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს