"სამოქალაქო მოძრაობა" - აპლიკაციას, რომელიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციას ახდენს, სამინისტროს უსასყიდლოდ გადავცემთ

დღეს ჩვენ წარმოვადგინეთ აპლიკაცია "სივილო." ამ აპლიკაციის ალგორითმით შესაძლებელია, კორონავირუსის შიდა გავრცელების პრევენცია, რაც ახლა ყველაზე დიდი გამოწვევაა, - ამის შესახებ „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

"სივილო არის მობილური აპლიკაცია, რომელიც ინახავს ჩვენი გადაადგილების ისტორიას და ინფიცირების შემთხვევაში საშუალებას გვაძლევს, რისკის შესახებ შეტყობინება გავუგზავნოთ ყველა იმ აპლიკაციას, რომელსაც გარკვეული დროის მონაკვეთში სარისკო კვეთა ჰქონდა ჩვენს კვალთან (გადაადგილების ტრაექტორიასთან). ჩვენ მიერ შემუშავებული ალგორითმის შესახებ საქმის კურსშია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და აპლიკაციის კონცეფცია და ალგორითმი გაგზავნილია ჯანდაცვის სამინისტროში. მათი მხრიდან კეთილი ნების შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ ეს მოდელი სრულფასოვან აპლიკაციად ვაქციოთ და აბსოლუტურად უსასყიდლოდ გადავცეთ ჯანდაცვის სამინისტროს”, - განაცხადა ელისაშვილმა.

მისივე თქმით აპლიკაცია "სივილიო" სინგაპურის და სხვა უცხოური მოდელებთან შედარებით უკეთესია, იმიტომ რომ ქართული რეალობის გათვალისწინებითაა შექმნილი.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა