ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დღეისათვის ქვეყნის მასშტაბით 20 კლინიკაა მობილიზებული, რომ მიიღოს კორონავირუსის და ასევე ცხელების ნიშნების მქონე პაციენტები

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დღესდღეობით საქართველოს მასშტაბით უკვე 20 კლინიკაა სრულიად მობილიზებული იმისთვის, რომ მიიღოს კორონავირუსისა და ასევე ცხელების ნიშნების მქონე პაციენტები.

მინისტრის თქმით, ორშაბათიდან ამ რაოდენობას კიდევ 9 კლინიკა დაემატება.

ამასთანავე ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ რეგიონებში ეტაპობრივად 31 საავადმყოფო ჩაერთვება კორონავირუსის მქონე და ცხელებიანი პაციენტების მიღების პროცენტში.

„ორშაბათიდან ჩაერთვება კიდევ დამატებით 9 კლინიკა და პაციენტების რაოდენობის ზრდასთან ერთად, შესაძლებლობა არის, რომ ჩაერთოს დამატებით კიდევ 6 კლინიკა, რომლებიც იქნება სრულად მობილიზებული კოვიდთან ბრძოლაში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ რეგულირების სააგენტოს ყველა თანამშრომელი ახორციელებს მუდმივ მონიტორიგს ამ ჰოსპიტლებზე, რის შედეგადაც, ჩვენ გვაქვს მუდმივი უკუკავშირი და ყველა იმ საჭიროების და პრობლემატიკის აღრიცხვა, რომელიც ფიქსირდება საავადმყოფოებში. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვაუმჯობესებთ ხარისხს და ვცდილობთ, რომ იყოს ყველა საჭირო ინვენტარი და პირადი დაცვის საშუალებები ექიმებისთვის, რომლებიც მართავენ ამ რთული ინფექციით დაავადებულ პაციენტებს და მნიშვნელოვანია ასევე აღნიშნოს, რომ ეტაპობრივად 31 საავადმყოფო ჩაერთვება რეგიონებში, რომლებიც მიიღებენ კოვიდისა და ცხელების პაციენტებს. მოხდება მათი ტრიაჟი ადგილზე და შესაბამისად, გადამისამართებულები იქნებიან სახლში თვითიზოლაციაში, საკარანტინო ზონაში და რთული შემთხვევები იქნებიან გადაყვანილები საავადმყოფოებში, სადაც მოხდება მათი ჰოსპიტალში განთავსება და ექიმების მხრიდან მკურნალობის დაწყება,“- განაცხადა ტიკარაძემ.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს