ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ე.წ. ცხელების ცენტრების ზუსტი ჩამონათვალი უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ე.წ. ცხელების ცენტრების ზუსტი ჩამონათვალი უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება. როგორც მან უწყებათაშორისო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ადგილობრივი თვითმმართველობა იზრუნებს, რომ მოქალაქეებს ინფორმაცია დროულად მიაწოდოს, რათა მათ ე.წ. ცხელების ცენტრებს დროულად მიმართონ.

ამასთან, ტიკარაძის თქმით, ამჟამად რეგულირების სააგენტო ე.წ. ცხელების ყველა ცენტრის მზაობას სწავლობს.

„ვინაიდან, პირველ რიგში, ჩვენთვის „ცხელების ცენტრების“ მზაობის შემოწმებაა მნიშვნელოვანი, დღეს რეგულირების სააგენტო ყველა ცენტრის მზაობას სწავლობს. ასევე, ვალდებულება გვაქვს, უზრუნველვყოთ ყველა ის აღჭურვილობა, რომელიც პერსონალს ესაჭიროება. პირადად, ამასთან მიმართებით თითოეული ცენტრის მზაობას ადგილზე გავეცნობი. იმის გათვალისწინებით, რომ კორონავირუსთან ბრძოლის მასშტაბები იზრდება, გარკვეული ეტაპის მანძილზე ჩამონათვალი ცვალებადი იყო. დღეს ჩამოვყალიბდით გარკვეულ სიაზე, რომელიც ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით მოსახლეობისთვის ცნობილი გახდება. ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობა იზრუნებს იმაზე, რომ მიაწოდოს სათანადო ინფორმაცია თავიან მოქალაქეებს, რათა მათ ე.წ. ცხელების ცენტრებს დროულად მიმართონ“,-განაცხადა ტიკარაძემ.

პაველ ფელგენგაუერი - ისრაელ-პალესტინის ზავის პირობები დამოკიდებული იქნება იმაზე, ისრაელი ღაზის სექტორს „ჰამასისაგან“ სრულად გაწმენდს და მოისურვებს თუ არა ამჯერად მასზე კონტროლის აბასის ადმინისტრაციისთვის გადაცემას
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2021
იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
ევროკრედიტსა და საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში, თბილისსა და ქუთაისში „მამების სკოლა“ იხსნება
სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში სუპერ პრიზი - ბინა გათამაშდა
კარაგანდაში შპს „ქაზ კარბონის“კუთვნილი ახალი ნახშირის გამამდიდრებელი ფაბრიკა გაიხსნა
თბილისში ქართულ-ფრანგული საკონდიტროების ქსელ Bisues-ის პირველი მაღაზია გაიხსნა