თბილისის მერიის თანამდებობის პირები და საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრები ხელფასის მესამედს, სამი თვის განმავლობაში, covid 19-თან ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირები და თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები საკუთარი ყოველთვიური ანაზღაურების მესამედს, სამი თვის განმავლობაში, covid 19-თან ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ისინი საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში ამ გამოწვევასთან გასამკლავებლად მაქსიმუმს გააკეთებენ.

„მინდა გამოვეხმაურა გუშინ გაკეთებულ განცხადებას და მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ მიერ იქნა გაჟღერებული. ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, პოლიტიკური თანამდებობის პირებმა მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ მომდევნო სამი თვის განმავლობაში კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადავრიცხოთ ჩვენი ხელფასების 1/3. ეს არის ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი ინიციატივა. რაც რა თქმა უნდა, მისასალმებელია.

ბუნებრივია, ამ მძიმე სიტუაციაში, როდესაც ჩვენს ქალაქს, ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მოქალაქეებს მხარდაჭერა და სოლიდარობა სჭირდებათ, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირები და ჩემი თანაგუნდელები თბილისის საკრებულოდან, მზადყოფნას გამოვთქვამთ, შევუერთდეთ ამ ინიციატივას და ჩვენი ყოველთვიური ანაზღაურების მესამედი ჩავრიცხოთ კოვიდ19-თან ბრძოლის ფონდში. სამი თვის განმავლობაში, გავიღებთ ჩვენი ყოველთვიური შემოსავლის 1/3-ს კორონავირუსთან ბრძოლისთვის შექმნილ ფონდში. ამასთან, დამატებით, ჩვენ ყველანი, საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში, მაქსიმუმს გავაკეთებთ ამ გამოწვევასთან გასამკლავებლად. ყოველი ჩვენგანი, ყოველდღიურად შრომობს და იბრძვის ჩვენი თანამოქალაქეების დასახმარებლად, ვისაც დღეს ეს ყველაზე მეტად ესაჭიროება. ჩვენ გვყავს ასეთი ოჯახები და ჩვენ საკმაოდ საინტერესო პროგრამები წამოვიწყეთ და კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ბიზნეს სექტორის წარმომადგენელს, ჩვეულებრივ რიგით მოქალაქეებს, ვინც ჩართულია ამ ღონისძიებებში და ერთად ვეხმარებით იმ ოჯახებსა და ადამიანებს, ვისაც ყველაზე მეტად ჭირდება ჩვენი მხარდაჭერა და თანადგომა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ის ასევე, მოუწოდებს მის ყველა თანაგუნდელს და მხარდამჭერს, ვისაც ამისი შესაძლებლობა გააჩნია, შეუერთდეს სოლიდარობის ამ აქტს.

„ერთად ვიბრძოლოთ პანდემიის წინააღმდეგ და ჩვენი წვლილი შევიტანოთ იმ ადამიანების დახმარებაში, ვისაც შექმნილ რთულ ვითარებაში ყველაზე მეტად ესაჭიროება ჩვენი თანადგომა და დახმარება! დარწმუნებული ვარ, სახელისუფლებო გუნდის ერთიანი, სწორი და ეფექტური ქმედებებით, ჩვენი საზოგადოების სოლიდარობით და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით, ამ გამოწვევას ძალიან მალე და მინიმალური ზიანით დავძლევთ“, - აღნიშნავს კალაძე.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას ასევე გამოეხმაურა საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძეც. მან მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანსა და კერძო სექტორს, ვინც კორონავირუსით გამოწვეული კრიზის აღმოფხვრაში მონაწილეობს და მოუწოდა ყველას, რომ მომავალშიც ერთიანები იყვნენ.

„ჩვენ ვუერთდებით ინიციატივას და თითოეული „ქართული ოცნების“ წარმოადგენელი მიიღებს მონაწილეობას ამგვარ აქციაში. ეს არის თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა, შესაბამისად ჩვენ ყველანი ერთად ვალდებული ვართ და აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას, რათა ამ ძალიან მძიმე პერიოდში დავძლიოთ ეს კრიზისი. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც მონაწილეობს ამ კრიზისის აღმოფხვრაში, კერძო სექტორს და რა თქმა უნდა, მოვუწოდო ყველას, რომ მომავალშიც ვიყოთ ერთიანები და ამ ერთიანობით ჩვენ აუცილებლად მალე დავამარცხებთ ჩვენს უხილავ მტერს“,-განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა