პაატა იმნაძე - სამედიცინო პერსონალი თავს იცავს ძალიან სტანდარტულად და ეს ჩემმა ყველა კოლეგამ იცის

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, სამედიცინო პერსონალი კორონავირუსისგან თავს სტანდარტულად იცავს. როგორც იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, თავდაცვისას სამედიცინო პერსონალი წვეთოვან იზოლაციას და კონტაქტურ იზოლაციას აკეთებს.

„სამედიცინო პერსონალი თავს იცავს ძალიან სტანდარტულად და ეს ჩემმა ყველა კოლეგამ იცის. ეს არის წვეთოვანი იზოლაცია და კონტაქტური იზოლაცია. ეს არის სტანდარტული დაცვის წესები. ხოლო რაც შეეხება ჩვენი კოლეგის დაინფიცირებას, ეს იყო ექსტრაორდინალური შემთხვევა, როდესაც პრაქტიკულად არ შეეძლო ამ ადამიანს აგრესიული პაციენტისგან თავის დაცვა“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა