პაატა იმნაძე - 37 გრადუსი არ არის ტემპერატურა და ადამიანი არ უნდა შეშფოთდეს, 37,5 გრადუსიდან უნდა გაიაროს კონსულტაცია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, მოქალაქეები 37-მა გრადუსმა ტემპერატურამ არ უნდა შეაშფოთოს.

აღნიშნულით პაატა იმნაძემ „ინტერპრესნიუსის“ კითხვას, არის თუ არა 37 გრადუსი ტემპერატურა განგაშის საფუძველი, რომ მოქალაქემ „112“-ში დაარეკოს, უპასუხა.

„მე რომ არ ვთქვა, 37 გრადუსი არ ითვლება ტემპერატურად-მეთქი, ჩემზე მეტი იცის „გუგლმა“ და სხვადასხვა ენციკლოპედიებმა. არსად არ წერია, რომ 37 გრადუსი ეს არის ტემპერატურა, რომელზეც ადამიანი უნდა შეშფოთდეს. 37,5 გრადუსზე და მეტზე უკვე კონსულტაცია უნდა მიიღონ. მარტო ესეც არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ეს იყოს საეჭვო შემთხვევა“, - განაცხადა იმანძემ.

იხილეთ ვიდეო

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა