პაატა იმნაძე - ცალ-ცალკე ზომების მიღებას ამ ეტაპზე ჯობია, თუ გასამკაცრებელი იქნება ზომები, მთლიანად ქვეყანაში გამკაცრდეს - დაველოდებით სიტუაციის განვითარებას

დაავადებათა კონტროლისა და ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საკარანტინო წესების გამკაცრება ცალკეულ დასახლებებსა და ქალაქებს აღარ შეეხება და თუ დამატებითი ზომების მიღება იქნება საჭირო, ეს მთელი ქვეყნის მასშტაბით მოხდება.

როგორც იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინზე განაცხადა, საქართველოს მოქალაქეების ნაწილი ჯერ კიდევ ვერ იაზრებს, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს დადგენილი წესების დაუმორჩილებლობას.

„საკარანტინო ზონა დღეს არის მთელი საქართველო, საქართველოში მოქმედებს საკმაოდ მკაცრი საკარანტინო ზომები. საკარანტინო ზონებში თუ იქნება დამატებითი ზომები მისაღები, ეს უკვე აღარ შეეხება ლოკალურ დასახლებებს, ქალაქებს. შეიძლება უბრალოდ ქვეყანაში გამკაცრდეს საკარანტინო ზომები. ასე ცალ-ცალკე ზომების მიღებას ამ ეტაპზე ჯობია, თუ მისაღები და გასამკაცრებელი იქნება ზომები, მთლიანად ქვეყანაში გამკაცრდეს. დაველოდებით სიტუაციის განვითარებას.

სამწუხაროდ, ისევ ჩანს, რომ ჩვენი მოქალაქეების რაღაც ნაწილი მაინც ვერ იაზრებს რასთან გვაქვს საქმე. ვერ იაზრებს, რა შეიძლება ქვეყანაში მოხდეს, თუ ჩვენ მაქსიმალურად არ დავემორჩილებით როგორც რჩევებს, ასევე საკარანტინო ზომებს, რომელიც უკვე გამოცხადებულია ქვეყანაში“,- განაცხადა იმნაძემ.

იმნაძემ კორონავირუსით ინფიცირების ახალ შემთხვევებზეც ისაუბრა. მისი თქმით, მხოლოდ ერთი შემთხვევაა საყურადღებო, რომლის განსაკუთრებული ყურადღებით მოკვლევა მიმდინარეობს.

„ახალი შემხვევებიდან ძალიან საყურადღებოა ერთი შემთხვევა. დანარჩენები არის უკვე ცნობილი შემთხვევები, მათ შორის, ბანკის საცავის კლასტერის გაგრძელება. კიდევ ერთი შემთხვევა დაკავშირებულია ბოლნისის გაგრძელებასთან.

ერთ შემთხვევა გვაქვს ამ ეტაპზე, რომლის კვლევაც მიმდინარეობს, ეს არის შემთხვევა, როდესაც საქმე გვაქვს ხანდაზმულ პაციენტთან, რომელიც პრაქტიკულად სახლიდან არ გამოდიოდა და მხოლოდ შვილი და შვილიშვილი მოძრაობდნენ გარეთ. ამ შემთხვევას უნდა განსაკუთრებით ყურადღებით მოკვლევა“,- განაცხადა იმნაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს