პაატა იმნაძე - სატვირთო ავტომანქანების მძღოლები შეიძლება თავად  გახდნენ რისკი სხვისი დაავადების, თუმცა ქვეყნებს შორის ვაჭრობა ვერ გაჩერდება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგაოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, გადამზიდავების შემთხვევაში რისკი არსებობს, თუმცა ისინი გაფრთხილებული არიან, რომ დაიცვან ყველა დაწესებული უსაფრთხოების ნორმა. ამასთანავე, პაატა იმნაძემ აღნიშნა, რომ არსებული ვითარების მიუხედავად, ქვეყნებს შორის ვაჭრობა ვერ გაჩერდება.

„ადამიანი შეიძლება, იყოს ინკუბაციურ პერიოდში, ტესტი იყოს უარყოფითი და შემდეგ, ის ინკუბაციური პერიოდის განმავლობაში, ნებისმიერ დღეს შეიძლება, გახდეს დადებითი. მაგრამ აქვე გასათვალისწინებელია ის, რომ დღეს მთელი დედამიწა პრაქტიკულად დაპაუზებულია. ვაჭრობა ძალიან გართულებულია ქვეყნებს შორის. შესაბამისად, ყველა ქვეყანა თანხმდება იმაზე, რომ უნდა გაგრძელდეს ქვეყნებს შორის ვაჭრობა, უნდა იყოს ღია კორიდორები და ეს განსაკუთრებით ეხება საავტომობილო გადაზიდვებს, სარკინიგზო გადაზიდვებს. რა თქმა უნდა, აქ არის გარკვეული რისკი. მაქსიმალურად ცდილობენ, რომ თავი აარიდონ ამ რისკებს, ამიტომ არის სპეციალური რეჟიმი, გროვდებიან სატრანზიტო მანქანები და შემდეგ ისინი პოლიციის ესკორტით გადადგილდებიან ქვეყნის ტერიტორიაზე, თუმცა, რა თქმა უნდა, რისკი არის. ისინი ყველანი გაფრთხილებული არიან, პირველ რიგში, რომ დაიცვან ის ელემენტარული წესები, რაც დაწესებულია უკვე ეკონომიკური სუბიექტისთვის, მათ შორის, მათთვის, რაც ეხება, მაგალითად, ნიღბის ტარებას. სატვირთო ავტომანქანების მძღოლები თვითონ შეიძლება გახდნენ რისკი ამ შემთხვევაში სხვისი დაავადების. განსაკუთრებით, როცა სატვირთოების მძღოლები თავიანთ ოჯახშიც ბრუნდებიან, როდესაც ისვენებენ, თუმცა ქვეყნებს შორის ვაჭრობა ვერ გაჩერდება,“- განაცხადა პაატა იმნაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო