პაატა იმნაძე - ვამბობ, რომ ველოდებით ხარისხიან სწრაფ ტესტებს, დღეს ვაკეთებთ იმით, რაც ოქროს სტანდარტია - ვაკეთებთ სწრაფად, რასაც სხვა ქვეყნებში დღეები სჭირდება და  "ჭრელო პეპელა" არ ვარ

ვამბობ და ვიძახი, ველოდებით ხარისხიან სწრაფ ტესტებს. დღეს ვაკეთებთ იმით, რაც არის ოქროს სტანდარტი. იმას ვაკეთებთ სწრაფად, რასაც სხვა ქვეყნებში დღეები სჭირდება და ახლა "ჭრელო პეპელა" არ ვარ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა, როდესაც უპასუხა დასმულ შეკითხვას, რომ გუშინ ერთ-ერთ ექიმს სწრაფმა ტესტმა უჩვენა, რომ ახალი კორონავირუსი აქვს, თუმცა მოგვიანებით PCR კვლევით ეს არ დადასტურდა და ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ქვეყანაში არსებული სწრაფი ტესტები უხარისხოა.

მისი თქმით, ერთი და იგივე კითხვა მოსახლეობის ფსიქიკას ვნებს.

„ვამბობდი, რომ ჯერ თავი შევიკავოთ-მეთქი და რატომ არ არის, რატომ არ არისო. მერე, ვთქვი, რომ აი, ბატონო, არის-მეთქი და რატომ არისო. რა ვქნა, ახლა "ჭრელო პეპელა ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდებიო". ვამბობ და ვიძახი, ველოდებით ხარისხიან სწრაფ ტესტებს. დღეს ვაკეთებთ იმით, რაც არის ოქროს სტანდარტი. იმას ვაკეთებთ სწრაფად, რასაც სხვა ქვეყნებში დღეები სჭირდება და ახლა "ჭრელო პეპლა" არ ვარ. იცით, ხალხი არის დაძაბული. კიდევ დიდი ხანი ვიცხოვრებთ ასეთ რეჟიმში ერთი და იგივე კითხვები მოსახლეობის ფსიქიკას კიდევ უფრო ძაბავს. ჩვენ ისედაც ყველა ვართ საკმაოდ დაძაბულ, სტრესულ სიტუაციაში. ამიტომ, ძალიან ვთხოვ ყველას, რომ მე მგონი, მოსახლეობასაც მობეზრდა ჩემი, მე მრცხვენია ხოლმე, რომ ერთი და იგივე კითხვაზე ერთი და იგივე პასუხი რამდენჯერ შეიძლება გავცე, მოვუფრთხილდეთ ერთმანეთის ფსიქიკას“, - განაცხადა იმნაძემ.

კორნელი კაკაჩია - თუ ადგილობრივ არჩევნებში გახარიასა და ვასაძის პარტიები მიიღებენ მონაწილეობას, „ქართულ ოცნებას“ პროპორციული სისტემით  ხმების 43%-ის აღება გაუჭირდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.05.2021
პაველ ფელგენგაუერი - ისრაელ-პალესტინის ზავის პირობები დამოკიდებული იქნება იმაზე, ისრაელი ღაზის სექტორს „ჰამასისაგან“ სრულად გაწმენდს და მოისურვებს თუ არა ამჯერად მასზე კონტროლის აბასის ადმინისტრაციისთვის გადაცემას
დმანისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს
USAID და Gazelle Finance მცირე და საშუალო მეწარმეების და საქართველოში ეკონომიკის აღდგენის მიზნით ახალ პროგრამას იწყებენ
"კრედო ბანკმა" European Fund for Southeast Europe (EFSE) და Green for Growth Fund (GGF)-ისგან საქართველოს რეგიონებში მცხოვრები მიკრო და მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად 51 მილიონი ლარი მოიზიდა
“მეამა ქოლექთის” ყავის უნიკალური კოქტეილები ბათუმშია