კახა კალაძე მიესალმება ოპოზიციური პარტიების განცხადებას საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერის მოპოვების შესახებ და აღნიშნავს, რომ ასეთ სიტუაციაში ყველას ერთად დგომა მნიშვნელოვანია

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიესალმება ოპოზიციური პარტიების განცხადებას საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერის მოპოვების შესახებ და აღნიშნავს, რომ ასეთ სიტუაციაში მნიშვნელოვანია ყველას ერთად დგომა.

„მე მივესალმები ამ განცხადებას და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ძნელბედობის ჟამს, როდესაც ვხედავთ ყველა, თუ რა მდგომარეობაა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, მნიშვნელოვანია ყველას ერთად დგომა, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური კუთვნილებისა და სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებებისა. მე ვფიქრობ, დღეს არის ის დრო, სადაც ყველა უნდა გავერთიანდეთ და ერთად ვებრძოლოთ მტერს, რომელსაც ვერ ვხედავთ და ჰქვია კორონავირუსი. ასე, რომ მისასალმებელია ეს განცხადება“, - განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, ფინანსთა სამინისტრომ კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადადგა თანხების მოძიებისათვის.

„უნდა აღიშნოს, რომ ვმუშაობთ ამ მიმართულებით. ფინანსთა სამინისტროს უკვე კონკრეული ნაბიჯები აქვს გადადგმული იმისთვის, რომ მოიძიოს თანხები და ამ რთულ პერიოდში მოვახდინოთ ეკონომიკის გაჯანსაღება და ხელი შევუწყოთ ბიზნეს სექტორს და ხელი შევუწყოთ ყველა იმ მმართულებას, რომელსაც ზიანი მიადგა ამ ფორსმაჟორული სიტუაციის გამო“, - აცხადებს კალაძე.

ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიები ერთობლივ მიმართვას ავრცელებენ, რომლის ადრესატებიც აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, კანადის, ნორვეგიის, შვეიცარიის მთავრობა, ევროკავშირი, მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი, ევროპის განვითარების ბანკი, EBRD, ევროპის საინვესტიციო ბანკი, Development Bank, აზიის განვითარების ბანკი, JICA არიან.

პარტიების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობის წინაშე საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერის მოპოვების გადაუდებელი აუცილებლობა დგას. აღნიშნულ მიმართვას 23 ოპოზიციური პარტია აწერს ხელს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა