დევნილთა სააგენტოში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტორდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, აქციის მიზანს ახალი კორონავირუსის გავრცელების პირობებში, სისხლის მარაგების შევსება წარმოადგენდა.

„მსოფლიოს არაერთი ქვეყნის ჯანდაცვის გამოცდილება ცხადყოფს, რომ COVID-19 სისხლის მარაგებზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს. ქვეყანაში გარკვეული მარაგი არსებობს, თუმცა ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით დონორთა რაოდენობა შემცირდა. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი არ შეჩერდეს და შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინებით, სისხლის დონაცია გაგრძელდეს. ამ გამოწვევის პერიოდში, განსაკუთრებით საჭიროა სისხლის გაღება და თანამოქალაქეების სიცოცხლის გადარჩენა,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო