დედაქალაქის ქუჩებთან ერთად, სადეზინფექციო ხსნარებით ტროტუარები და ველობილიკებიც მუშავდება

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, დედაქალაქის ქუჩებთან ერთად, სადეზინფექციო საშუალებებით ტროტუარები და ველობილიკებიც მუშავდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, დეზინფექცია თავდაპირველად, პეკინის გამზირს, კოსტავასა და მელიქიშვილის ქუჩებს, ასევე ჰუალინგის დასახლების მიმდებარე ტერიტორიას ჩაუტარდა. სპეციალური ხსნარით მოირეცხა, როგორც გზის სავალი ნაწილი, ასევე, ტროტუარები და ველობილიკები.

„თბილისის მასშტაბით, სადეზინფექციო სამუშაოებს ვატარებთ. დღეს სამ ლოკაციაზე ვმუშაობთ. ესენია: პეკინის გამზირი, კოსტავას ქუჩა და ვარკეთილი. აღნიშნული სამუშაოები გაგრძელდება და დეზინფექცია თბილისის დანარჩენ ქუჩებსა და ტროტუარებსაც ჩაუტარდება“, - განაცხადა შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელმა, რომეო მიქაუტაძემ.

თბილისის მერიის ინფომაციით, დასუფთავების მასშტაბური სამუშაოები დედაქალაქის რამდენიმე მთავარ ქუჩაზე ჩატარდა. გზის მორეცხვის სამუშაოები „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების მიერ სპეციალური ტექნიკის საშუალებით ხორციელდება. პროცესში ასევე, ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ათი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. უახლოეს მომავალში, რუსთაველის გამზირისა და ბარათაშვილის ქუჩის დეზინფექცია იგეგმება, რის შემდეგაც, თბილისის დანარჩენი ქუჩები ეტაპობრივად მოირეცხება. პარალელურად, გასუფთავდება და დეზინფექცია ჩაუტარდება ქალაქში არსებულ ხიდებს, პანდუსებსა და ნაგავშემკრებ კონტეინერებს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა