„არქიმ“ თავდაცვის სამინისტროს რესპირატორები უსასყიდლოდ გადასცა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიმდინარე ღონისძიებების ფარგლებში დეველოპერულმა კომპანია „არქიმ“ თავდაცვის სამინისტროს 1000 ცალი, ენ-95 რესპირატორი უსასყიდლოდ გადასცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, კომპანიის წარმომადგენლები მცხეთა-თბილისის საკონტროლო გამშვებ პუნქტს ესტუმრნენ, სადაც საქართველოს თავდაცვის ძალები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, სიტუაციას საგანგებო რეჟიმში აკონტროლებს.

„არქის“ გენერალურმა დირექტორმა, შიო ხეცურიანმა რესპირატორები თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, პოლკოვნიკ შოთა ონიანს გადასცა. პოლკოვნიკ შოთა ონიანის განცხადებით, რესპირატორები თავდაცვის ძალებში საჭიროებისამებრ გადანაწილდება. თავდაცვის სამინისტროსა და „არქის“ წარმომადგენლები ადგილზე ჯარისკაცებსა და სამხედრო მედიკოსებსაც გაესაუბრნენ, სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს და სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის, ასევე, სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კერძო კომპანიებთან ინტენსიურად თანამშრომლობს და სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით სხვადასხვა ერთობლივ ღონისძიებას ახორციელებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო: "არქიმ" თავდაცვის სამინისტროს რესპირატორები უსასყიდლოდ გადასცა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა