სალომე ზურაბიშვილი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები მომდევნო სამი თვის ხელფასის ნაწილს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები მომდევნო სამი თვის ხელფასის ნაწილს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ. ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

„ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ მიიღეს გადაწყვეტილება ამ სოლიდარული აქტით წვლილი შეიტანონ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს არის ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ამ ურთულესი გამოწვევის დაძლევაში ყველა ერთად უნდა ვიყოთ!” - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო