დავით ბაქრაძე - მიუხედავად უმწვავესი შიდაპოლიტიკური დაპირისპირებისა, მზად ვართ, ხელისუფლებას უცხოელ დონორებთან მუშაობაში დავეხმაროთ, რათა ქვეყანაში მეტი დახმარება შემოვიდეს

მიუხედავად უმწვავესი შიდაპოლიტიკური დაპირისპირებისა, ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ ხელისუფლებას უცხოელ დონორებთან მუშაობაში, რათა ქვეყანაში მეტი დახმარება შემოვიდეს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.მისი თქმით, ეს ნაბიჯი პასუხისმგებლიანი ოპოზიციის ქცევის ახალი სტანდარტია.

როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, ეს უცხოელი დონორებისთვის იქნება დამატებითი წამახალისებელი ფაქტორი იმისთვის, რომ საქართველოს დასახმარებლად მეტი თანხა გამოიყოს.

„ეს არის პასუხისმგებლიანი ოპოზიციის ქცევის ახალი სტანდარტი, როდესაც მიუხედავად უმწვავესი შიდაპოლიტიკური დაპირისპირებისა, ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ ხელისუფლებას უცხოელ დონორებთან მუშაობაში, რათა ქვეყანაში მეტი დახმარება შემოვიდეს. ყველას კარგად გვესმის, რომ უცხოური დახმარებების და შიდა ეკონომიკური რესურსების მობილიზაციის ერთდროული პაკეტის გარეშე, ჩვენი ეკონომიკა ვერ შეძლებს ამ კრიზისიდან გამოსვლას და ამის შედეგად ათობით ათასი ოჯახის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება. ამიტომ ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი ოპოზიცია, მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ ამ პროცესში, ყველა ჩვენი რესურსი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ მეტი თანხა შემოვიდეს საქართველოში და მეტ ადამიანს დავეხმაროთ. ნებისმიერი უცხოელი დონორისთვის ასეთი წერილი არის იმის სიგნალი, რომ ამ თემასთან დაკავშირებით საქართველოში არსებობს ეროვნული თანხმობა და ქვეყნის დახმარება მართლაც მნიშვნელოვანია. ასეთი წერილი ნებისმიერი უხოელი დონორისთვის აუცილებლად ხდება დამატებითი წამახალისებელი ფაქტორი იმისთვის, რომ მეტი თანხა გამოიყოს“, - განაცხადა ბაქრაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა