მუმბაის ღარიბთა უბნებში პოლიციამ ბარიკადები აღმართა

ინდოეთის პოლიციამ მუმბაის ღარიბთა უბნებში ბარიკადები აღმართა, რომ ხალხმა ჩაკეტილი ტერიტორიებიდან გამოსვლა ვერ შეძლოს. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ერთ-ერთ ყველაზე დიდ უბანში კორონავირუსით ორი ადამიანი დაიღუპა.

ინდოეთის მთავრობამ რვა ე.წ. შეკავების ზონა მოაწყო იმ უბნებში, რომელიც მედიის ცნობით, მსოფლიოსთვის ცნობილი ფილმით „მილიონერი ღარიბთა უბნიდან“ გახდა.

„ჩვენ ეს ზონები კარანტინში მოვათავსეთ, შენობებთან კორდონებია აგებული ისე, რომ შიგნით ვერავინ შევა და იქიდან ვერავინ გამოვა“,-აცხადებს მუმბაის მერიის წარმომადგენელი მედიასთან.

ცნობისთვის, ინდოეთში ამ დროისთვის კორონავირუსის 2300 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა