საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინიციატივით, საქართველოს მთავრობის წევრებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის დისტანციური შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ (BAG), ონლაინ-პლატფორმის გამოყენებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ნათია თურნავასთან და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ლევან დავითაშვილთან დისტანციური შეხვედრა გამართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბიზნესასოციაციიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შეხევდრაში, ასევე მონაწილეობდა საქართველოს ბიზნესომბუდსმენი, მიხეილ დაუშვილი.

დისტანციური შეხვედრის მსვლელობისას, რომელშიც 130-მდე კომპანიის წარმომადგენელი იყო ჩართული, სხვა მიმდინარე საკითხებთან ერთად, საუბარი შეეხო საგანგებო მდგომარეობის ამოქმედებასთან დაკავშირებული ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვებსა და ამ შეზღუდვების კორექტირების შესაძლებლობას.

საქართველოს მთავრობის წევრებმა აღნიშნეს, რომ დაწესებული შეზღუდვები არის დროებითი და ემსახურება მოაქალაქეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვას. მათი თქმით, ის ბიზნეს ოპერატორები, რომლებიც წარმოადგნენ საკმარის დასაბუთებას, რომ მათი საქმიანობა შეესაბამება ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ სპეციალურ გაიდლაინებს, ექნებათ ოპერირების შესაძლებლობა. საუბარი შეეხო არასასურსათო პროდუქციის ონლაინ-გაყიდვებს, მშენებლობებსა და სამშენებლო მასალებით ვაჭრობას, მოქმედი წარმოებების მიწოდების ჯაჭვში არსებულ საწარმოებს და ა.შ.

„შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა როგორც ჩვენთვის, ბიზნესისთვის, ასევე თავად მთავრობის წევრებისთვის, რადგანაც ამ არაორდინარულ სიტუაციაში გადაწყვეტილების მიღებისას წარმოუდენლად რთულია გაითვალისწინო ყველა ის წვრილმანი, რომელიც ბიზნესის საქმაიონობისას თან ახლავს. შესაბამისად, დღეს ბიზნესის მხრიდან გაჟღერებული პრობლემები და გაზიარებული მოსაზრებები მნიშვნელოვანი იქნება თავად მთავრობის წევრებისთვის, რათა ამ კრიტიკულ სიტუაციაშიც მაქსიმალურად მოხერხდეს ჩვენი წევრი კომპანიების ბიზნეს ინტერსების ხელშეწყობა, ხოლო მეორეს მხრივ დაცული იყოს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა,“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო