ანა ნაცვლიშვილი - სახალხო დამცველის ანგარიში გვახსენებს, რომ ჩვენი სახელმწიფო სისტემა ავადაა

საგანგაშო ტენდენციები, რაზეც სახალხო დამცველი საუბრობს, თავისით არ გაქრება, პირიქით, თუ არ შევეწინააღმდეგეთ, კიდევ უფრო მეტად მოიკიდებს ფეხს სხეულში! -ასე ეხმაურება პოლიტიკური გაერთიანება “ლელო საქართველოსთვის" პოლიტსაბჭოს წევრი, ანა ნაცვლიშვილი ომბუდსმენის ანგარიშს.

მისი შეფასებით, საჭიროა მოქმედება, თუ გვინდა, რომ სახელმწიფო სისტემა გადარჩეს და გაჯანსაღდეს.

,,სახალხო დამცველის ანგარიში გვახსენებს, რომ ჩვენი სახელმწიფო სისტემა ავადაა: უთანასწორობა და დისკრიმინაციაა, გაჭიანურებული და გამოუძიებელია უმძიმესი დანაშაულები, პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები, მათ შორის ანგარიშში მოყვანილია ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე და ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ამ საქმეში „ფულის გათეთრების“ სქემის არსებითი შემადგენელი ნაწილების არსებობა არ დგინდება. ანგარიშში ასევე აღნიშნულია ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედიის, პოლიტიკური ოპონენტების და აქტივისტების დევნა, უფლებადამცველების მიზანმიმართული დისკრედიტაცია“,-აცხადებს ნაცვლიშვილი.

მისი შეფასებით, ანგარიშში ასევე აღნიშნულია ძალადობის მსხვერპლი და სოციალურად დაუცველი ქალების, ბავშვების, შშმ პირების, ხანდაზმულების, დაუცველი მუშების არსებობა, რასაც მოგვარება სჭირდება.

„ამ პრობლემებს ისეთივე პროფესიონალიზმით და თავდადებით სჭირდება მკურნალობა, როგორც დღეს ჩვენი სამედიცინო დარგის გამორჩეული მუშაკები მკურნალობენ ვირუსისგან დაინფიცირებულ ადამიანებს. პანდემიის გამო, ჩვენ დროებით შევაჩერეთ ამ თემებზე საუბარი, რადგან ახლა არის მოცემულობა, რომელიც საზოგადოების ერთიანობას საჭიროებს ვირუსთან ბრძოლაში! თუმცა, ეს საგანგაშო ტენდენციები, რაზეც სახალხო დამცველი საუბრობს, თავისით არ გაქრება, პირიქით, თუ არ შევეწინააღმდეგეთ, კიდევ უფრო მეტად მოიკიდებს ფეხს სხეულში! რატომ არიან დღეს ჩვენი ექიმები ეფექტურები? იმიტომ, რომ თვალს კი არ ხუჭავენ, არამედ აღიარებენ დაავადებას, მის საფრთხეებს და მოქმედებენ! ასე უნდა ვიმოქმედოთ ჩვენც, თუ გვინდა, რომ სახელმწიფო სისტემა გადავარჩინოთ და გამოვაჯანმრთელოთ!’’,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო