ევროკომისიის ხელმძღვანელი იტალიას ბოდიშს უხდის

ევროკომისიის ხელმძღვანელი, ურსულა ვონ დერ ლეიენი იტალიას ბოდიშს უხდის იმისთვის, რომ ევროპამ სათანადო თანადგომა ვერ გაუწია ქვეყანას. წერილში, რომელიც იტალიურმა გაზეთმა La Repubblica-მ გამოაქვეყნა ვონ დერ ლეიენი წერს: „უნდა ვაღიროთ, რომ კრიზისის საწყის ეტაპზე, მაშინ როცა ერთიანი ევროპული ზომები იყო საჭირო, ბევრი მხოლოდ საკუთარ პრობლემებზე ფიქრობდა. ჩვენ ვერ გავაცნობიერეთ, რომ ამ პანდემიის დამარცხებას ერთად შევძლებდით, როგორც კავშირი. ეს იყო ძალიან საზიანო და ამის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. დღეს ევროპა იტალიის გვერდით დგას“.

ამასთან, ევროკომისია იტალიას კრიზისის დასაძლევად დახმარებას ჰპირდება. ვონ დერ ლეიენის თქმით, ევროკავშირი 100 მილიარდ დოლარს გამოუყოფს იმ ქვეყნებს, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ. განცხადებას იტალიის პრემიერი, ჯიზეპე კონტეც გამოეხმაურა. „მჯერა, რომ საბოლოოდ ყველა გააცნობიერებს, რომ ერთიანი, მწყობრი და ძლიერი ევროპული პასუხი ერთადერთი გადაწყვეტილებაა. თუ ჩვენ კავშირი ვართ, მაშინ ეს უნდა დავამტკიცოთ“,-განაცხადა კონტემ ესპანურ ტელევიზიასთან საუბრისას.

იხილეთ ვიდეო: ევროკომისიის ხელმძღვანელი იტალიას ბოდიშს უხდის

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა