განათლების მინისტრის მოადგილე - ეროვნულ გამოცდებს არანაირი საფრთხე არ ემუქრება

ამ წუთში ეროვნულ გამოცდებს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. მივდივართ დაგეგმილი ფორმატის მიხედვით, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა.

როგორც დგებუაძე აღნიშნავს, ეროვნული გამოცდების ფორმატიც უცვლელი რჩება.

„ამ ეტაპზე ეროვნული გამოცდების ფორმატი რჩება იგივე, რაც იყო. ჩვენ მივყვებით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს. ყველა გადაწყვეტილება იქნება მოსწავლის და აბიტურიენტის ინტერესების გათვალისწინებით და ამას წინასწარ ვაცნობებთ საზოგადოებაა. ერთიანი ეროვნული გამოცდების ფორმატის და ვადების ცვლილება ამ ეტაპზე არ განიხილება“, - განაცხადა დგებუაძემ.

მისივე თქმით, განათლების სამინისტრო არის ორიენტირებული ამ სიტუაციიდან გამომდინარე არ დაირღვეს ბავშვის უფლება და არცერთ საფეხურზე მოსწავლეს არ შეუქმნის პრობლემებს.

„მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა მოსწავლის უფლება იყოს დაცული. შესაბამისად, ჩვენ დავიცავთ აბიტურიენტის უფლებებს, რაც დაცული იქნება გამოცდების დროსაც. გამოცდების ჩატარებისას გათვალისწინებული იქნება ყველა ის გარემოება, რაც ამ წუთში ქვეყანაში არსებობს“, - განაცხადა დგებუაძემ.

მინისტრის მოადგილემ არ დააკონკრეტა, ყველაზე ცუდი სცენარით მოვლენების განვითარების შემთხვევაში, შეექმნება თუ არა ეროვნულ გამოცდებს საფრთხე და რა შემთხვევაში ვერ შედგება ერთიანი ეროვნული გამოცდები.

„ამ წუთში ეროვნულ გამოცდებს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. მივდივართ დაგეგმილი ფორმატის მიხედვით, რაც არსებობს. თუმცა, ვიმოქმედებთ ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, როგორც იქნება საჭირო. სამინისტრო და სისტემა ერგება პროცესებს. ეროვნული გამოცდები დაგეგმილია და პროცესების განვითარების შესაბამისად ყველა გადაწყვეტილებას ვაცნობებთ საზოგადოებას. იმის გამო, რომ ქვეყანაში მიმდინარე სიტუაცია არ არის აბიტურიენტების ბრალეულობა, ისინი არ უნდა დაზარალდნენ და არ უნდა ჰქონდეთ რაიმე შეფერხება ეროვნულ გამოცდებზე. დღეს რაც არ არის გადაწყვეტილი, ამაზე ვერ ვისაუბრებ. ჩვენ ყველა მიმართულებით ვმუშაობთ“, - აღნიშნა ეკა დგებუაძემ და დასძინა, რომ რეგისტრაციის ვადის გადაწევის მიუხედავად, თვითონ გამოცდების ვადები არ გადაიწევს და ის ივლისში ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ ეკატერინე დგებუაძემ ერთ-ერთ ინტერვიუში საუბრისას არ გამორიცხა ეროვნული გამოცდების ფორმატის ცვლილება და აღნიშნა, რომ „ეს ვარიანტიც შეიძლება იყოს განხილული, მხოლოდ იმ ჭრილში, რომ ყველამ, ვინც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირდება, შეძლოს ონლაინ გამოცდის ჩაბარება. თუმცა ეს არ არის ერთ-ერთი შეთავაზება“.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა