დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - ყველა სასულიერო პირის საყურადღებოდ ვამბობთ, ნაადრევად ნუ გავაკეთებთ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, როგორ მოვახერხებთ სააღდგომო მსახურების შესრულებას

ყველა სასულიერო პირის საყურადღებოდ ვამბობთ, რომ ნაადრევად ნუ გავაკეთებთ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოვახერხებთ სააღდგომო მსახურების შესრულებას, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, აღდგომის ღამეს როგორ მოხდება სადღესასწაულო ლიტურგიის ჩატარება. ჯაღმაიძის თქმით, სასულიერო პირებისადმი რეკომენდაციაა, რომ ამ თემაზე წინასწარი განცხადებები არ გააკეთონ, რათა ამან სხვა გაუგებრობები არ გამოიწვიოს.

„ნაადრევად ნუ გავაკეთებთ განცხადებებს. ესეც არის რეკომენდაცია და ლოცვა -კურთხევა. ყველა სასულიერო პირის საყურადღებოდ ვამბობთ, რომ ნაადრევად ნუ გავაკეთებთ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოვახერხებთ სააღდგომო მსახურების შესრულებას, რომ ამან არ გამოიწვიოს სხვა გაუგებრობები. ვითარება ყოველწუთს იცვლება. ჩვენ მუმდივად ვართ კონტაქტში ხელისუფლებასთანაც და ჯანდაცვის ორგანიზაციასთანაც და ვცდილობთ, რომ ადეკვატური რეაგირება გქვონდეს ამ ყველაფერზე. ჩვენ დღეს ერთი მხრივ, უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას. მეორე მხრივ - უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენი სარწმუნოების ძირითად მცნებებს. ამიტომ ძალიან რთულ ვითარებაში ვართ და განცხადებების გაკეთების დროსაც სიფრთხილე გვმართებს,“ - განაცხადა ჯაღმაიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს