დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - განწყობა, რომ ამ საერთო განსაცდელის დროს ვიღაცას წინასწარ უხარია ეკლესიაში გაჩნდეს ე.წ. კლასტერი, ძალიან სამწუხაროა

განწყობა, რომ ამ საერთო განსაცდელის დროს ვიღაცას წინასწარ უხარია ეკლესიაში გაჩნდეს ე.წ. კლასტერი, ძალიან სამწუხაროა. ყველას ვთხოვ, რომ ამ პერიოდში ერთმანეთს მოვუფრთხილდეთ და ნუ დავძაბავთ ისედაც ამ დიდი განსაცდელის წინაშე მყოფ ხალხს, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებისასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმ, დეანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ საპატრიარქოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა,

ამასთან, მისი განმარტებით, იმ დროს, როდესაც ყველას გვმართებს ერთმანეთის გვერდით დგომა, დახმარება და ანგარიშის გაწევა, ძალიან თვალშისაცემი არის წინასწარი მხიარულება, რომ ვინმე მღვდელი დასნეულდება, ან მრევლის წევრი ზიარების მერე დასნეულდება (COVID19-ით).

„ინფორმაცია გავრცელდა, რომ რუსთავის დეპუტატი თითქოს ზიარების მერე დასნეულდა. გადავამოწმეთ და მსგავსი რამ არ ყოფილა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მღვდელი დასნეულდა რუსთავში, მსგავსი რამ არ მომხდარა. დაზღვეული არავინ არაფრისგან არ ვართ, ეს შეიძლება ნებისმიერ ადამიანს შეემთხვას. თუმცა, განწყობა, რომ ამ საერთო განსაცდელის დროს ვიღაცას წინასწარ უხარია ეკლესიაში გაჩნდეს ე.წ. კლასტერი, ძალიან სამწუხაროა. ყველას ვთხოვ, რომ ამ პერიოდში ერთმანეთს მოვუფრთხილდეთ და ნუ დავძაბავთ ისედაც ამ დიდი განსაცდელის წინაშე მყოფ ხალხს“, - განაცხადა დეკანოზმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა