დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - პრემიერმა ბრძანა, რომ ყველაფერს იღონებენ, სააღდგომოდ ეს პრობლემა გადაჭრილი იყოს და ამ იმედით, ვლოცულობთ

საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, საპატრიარქო ჯერჯერობით არ იძლევა არანაირ განმარტებას, როგორ ჩატარდება სააღდგომო ლიტურგია. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ისინი სააღდგომო დღეების მოახლოებას ელოდებიან.

„ჯერჯერობით ჩვენ არ ვიძლევით არანაირ განმარტებას, როგორ იქნება. დაველოდებით სააღდგომო დღეების მოახლოებას. ჩვენ კარგად გვახსოვს პრემიერ-მინისტრის კომენტარი. მან ბრძანა, რომ ყველაფერს იღონებენ იმისთვის, რომ სააღდგომოდ ეს პრობლემა იყოს გადაჭრილი და ამ იმედით, ჩვენც ვლოცულობთ და ველოდებით ამ დღეების მოახლოებას და ინებოს ღმერთმა, რომ ჩვენ შევძლოთ, ერთი მხრივ, საზეიმო მსახურება და მეორე მხრივ, ამით არაფერი დავარღვიოთ“, - განაცხადა დეკანოზმა.

იხილეთ ვიდეო: პრემიერმა ბრძანა, რომ ყველაფერს იღონებენ, სააღდგომოდ ეს პრობლემა გადაჭრილი იყოს და ამ იმედით, ვლოცულობთ - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა