კახა კალაძე - ეკლესია ყოველთვის იდგა ქვეყნის სადარაჯოზე და დარწმუნებული ვარ, ახლაც ასე იქნება და მომავალშიც

ეკლესია და სამღვდელობა ყოველთვის იდგა ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ახლაც ასე იქნება და მომავალშიც, - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ კითხვას, როგორ ჩატარდება სააღდგომა ღვთისმმსახურება ეკლესიებში, თუ ქვეყანაში კორონავირუსით გამოწვეული ამჟამინდელი მდგომარეობა შენარჩუნდა ან გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა.

„აღდგომამდე ჯერ დრო არის, შესაბამისად, დაველოდოთ, რადგან ყოველდღიურად იცვლება მდგომარეობა. თქვენ ხედავთ, როგორია რეალური სიტუაცია ქვეყანასა და მსოფლიოში. დღეს ამასთან დაკავშირებით საპატრიარქომ ოფიციალური განცხადება გააკეთა და მე ძალიან მომწონს ის რაციონალური მიდგომა. ისინიც ხედავენ, რა ხდება, რა მდგომარეობაა ქვეყანაში და რამხელა საფრთხის წინაშე ვდგავართ ყველა. მე რამდენიმე დღის წინ გავაკეთე განცხადება და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეკლესია და სამღვდელოება ყოველთვის იდგა ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ახლაც ასე იქნება და მომავალშიც“,- განაცხადა კახა კალაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს