მამუკა მდინარაძე - წინა ხელისუფლებას სიცოცხლის უფლება აბსოლუტურად იგნორირებული ჰქონდა

წინა ხელისუფლებას სიცოცხლის უფლება აბსოლუტურად იგნორირებული ჰქონდა. შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სტრასბურგის სასამართლოს მიერ ე.წ. „ციხის ბუნტის“ საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას.

„ყველამ ვიცით, რომ სიცოცხლის უფლება იყო ის უფლება, რომელიც წინა ხელისუფლებას აბსოლუტურად იგნორირებული ჰქონდა და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, როგორც რიგ სხვა შემთხვევებში, იყო და არის კიდევ ერთი დასტური, რომ 2012 წლამდე, ხელისუფლება სიცოცხლის უფლებას საერთოდ არ ცნობდა. მოლოდინი იყო, რომ გუშინ სტრასბურგის სასამართლო კიდევ ერთხელ გამოიტანდა ასეთ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა მდინარაძემ.

აღნიშნულ კომენტარს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო