ბორის ჯონსონი იზოლაციიდან მოსახლეობას მიმართავს - ქვეყანამ უდიდესი ძალისხმევა და მსხვერპლი გაიღო, გთხოვთ დარჩით სახლში

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი, აცხადებს, რომ თავს უკეთესად გრძნობს, თუმცა ტემპერატურა მაინც აღენიშნება.

„მიუხედავად იმისა, რომ თავს უკეთესად ვგრძნობ მას შემდეგ, რაც იზოლაციის 7 დღე უკვე გავიდა, ჯერ კიდევ მაქვს სიმპტომი, ტემპერატურა“,- აღნიშნა ჯონსონმა ვიდეო მიმართვის დროს.

მისივე თქმით, მას იზოლაციაში ყოფნა კიდევ მოუწევს.

„მინდა მოგიწოდოთ, რომ დარჩეთ სახლში. ქვეყანამ უდიდესი ძალისხმევა გასწია, უდიდესი მსხვერპლი, გთხოვთ დაემორჩილოთ წესებს“,-განაცხადა ჯონსონმა.

ცნობისთვის, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს კორონავირუსი გასულ კვირას დაუდგინდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა