მამუკა მდინარაძე - დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების“ წევრები StopCov ფონდში უფრო დიდი ოდენობით შენატანებს გააკეთებენ

ვისაც გვაქვს იმის საშუალება, რომ ჩვენი ხელფასიდან მინიმუმ ერთი მესამედი მოვიკლოთ და ფონდში შევიტანოთ, ამას სიამოვნებით გავაკეთებთ. კიდევ უფრო დიდი სიამოვნება იქნება, როდესაც ამ მოწოდებას სხვებიც შეუერთდებიან - საბოლოო ჯამში, ეს იქნება რამდენიმე ათასი ადამიანი , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ინიციატივას უკვე შეუერთდნენ როგორც თბილისის მერიის წარმომადგენლები, ასევე, სხვა უწყებების თანამშრომლები.

მდინარაძის ინფორმაციით, ფონდში სერიოზული შენატანები უკვე გააკეთეს პარლამენტის იმ წევრებმა, რომლებსაც დამატებითი ბიზნეს შემოსავლები აქვთ.

„ქართული ოცნების“ სოლიდარობის აქტი, გარდა იმისა, რომ შესაბამის ფონდში იქნება გარკვეული მატერიალური შენატანი, არის ძალიან პოზიტიური იქიდან გამომდინარე, რომ უკვე ვხედავთ - ამ მოწოდებას აყვნენ როგორც თბილისის მერიის წარმომადგენლები, რომლებიც ამავე დროს „ქართული ოცნების“ წევრები არიან, ასევე, სხვა უწყებების თანამშრომლები. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნების“ წევრები უფრო დიდი ოდენობით შენატანებს გააკეთებენ და ადამიანები, რომლებიც ამ უხილავ მტერთან ბრძოლაში შემოსავლის გარეშე დარჩნენ, დახმარებას მიიღებენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მათთვის“, - განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მარტის, აპრილის და მაისის თვეში თავიანთი ხელფასების 1/3-ს კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ფონდში გადარიცხავენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო