რატი იონათამიშვილი - ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილებით სამართლიანობა უკვე საერთაშორისო დონეზეც აღდგა

„როდესაც ვამბობთ ხოლმე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იყო მავნებლური ხელისუფლება, რომელიც თავის მოქალაქეებს ერჩოდა და ხშირ შემთხვევაში, მათ სიცოცხლის უფლებასაც კი ულახავდა, უკვე არაერთგზის დადასტურდა - მათ შორის, სტრასბურგის სასამართლოს მხრიდან“,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა განაცხადა. ამით იონათამიშვილი სტრასბურგის სასამართლოს მიერ ე.წ. „ციხის ბუნტთან“ დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

„ჩვენ ვნახეთ შეფასებები, რომ არა მხოლოდ წამებას, არა მხოლოდ ძალის გადამეტებას, არამედ სიცოცხლის ხელყოფასა და დაზარალებული ადამიანებისთვის დახმარების არ აღმოჩენასაც ჰქონდა ადგილი. ეს არის უმძიმესი დასკვნა მათთვის. რასაკვირველია, ამ ნაწილშიც, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საერთაშორისო დონეზეც აღდგა სამართლიანობა. რაც შეეხება პასუხისმგებელ პირებს, ვფიქრობ, რომ იმ ძალას, რომელიც ასე ერჩოდა და ძალადობდა საკუთარ მოსახლეობაზე, საერთოდ არ აქვს პოლიტიკაში ადგილი“,- განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 2 აპრილს სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე სიცოცხლის უფლების მრავლობითი დარღვევა დაადგინა. საქმე ეხება 2006 წლის 27 მარტს №5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ე.წ. ციხის ბუნტის დროს პატიმრების – ზურაბ კუხალაშვილისა (23 წლის) და არსენ ბუხრაშვილის (29 წლის) – გარდაცვალებას ე.წ. ბუნტის დროს მიღებული მრავლობითი ჭრილობის შედეგად.

„ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, პატიმრებში მღელვარების ჩახშობისა და ძალის გამოყენების გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ბაჩანა ახალაიას მიერ საქართველოს იუსტიციის მაშინდელ მინისტრთან შეთანხმებით და სპეცოპერაციის საერთო ხელმძღვანელობასაც ბაჩანა ახალაია ახორციელებდა იუსტიციის მაშინდელ მინისტრსა და მოადგილეებთან ერთად. აღნიშნულ საქმეზე ევროპულმა სასამართლომ დაადგინა სიცოცხლის უფლების დარღვევა როგორც არსებით, ისე პროცედურულ ნაწილში,“ - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა