ლევან რატიანის განცხადებით, თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან მის კლინიკაში გადაყვანილი კორონავირუსით ინფიცირებული 80 წლის ქალის მდგომარეობა უკიდურესად  მძიმეა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან გადაყვანილი კორონავირუსით ინფიცირებული 80 წლის ქალის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

„ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. შემოყვანისთანავე გადაყვანილ იქნა მართვით სუნთქვაზე. სახეზეა COVID 19-ით ინფიცირების შემთხვევა, პლუს ორმხრივი მწვავე პნევმონია. ანამნეზში ამ ქალბატონთან არის გულის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია. პაციენტს ჩაუტარდა წინასწარი კვლევები“, - განუცხადა რატიანმა ჟურნალისტებს.

რატიანის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საუნივერსიტეტო კლინიკაში 4 კრიტიკული პაციენტია.

„ამ ეტაპზე კლინიკაში წევს 64 პაციენტი, აქედან 34 ინფიცირებული შემთხვევაა და დანარჩენებთან გამოკვლევის პასუხებს ველოდებით. კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში ამ ეტაპზე 4 კრიტიკული პაციენტი გვყავს. ხორციელდება მათი მონიტორინგი და მკურნალობა“, - აღნიშნა რატიანმა.

მისივე განცხადებით, ორი ინფიცირებული ორსულის მდგომარეობა სტაბილური რჩება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს