ანა ნაცვლიშვილი - როდესაც ფრონტის წინა ხაზზე სხვადასხვა დარგის ასობით სპეციალისტი და მოქალაქე ებრძვის პანდემიის საშიშროებას, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები კვლავ მხოლოდ ძალაუფლების განმტკიცებაზე ფიქრობენ

მაშინ, როდესაც ფრონტის წინა ხაზზე სხვადასხვა დარგის ასობით ჩვენი სპეციალისტი და მოქალაქე ებრძვის პანდემიის საშიშროებას და იცავს სამშობლოს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები კვლავ მხოლოდ სკამზე და თავიანთი ძალაუფლების განმტკიცებაზე ფიქრობენ , - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის’’ პოლიტსაბჭოს წევრმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

,,დღეს უზენაესი სასამართლოს პლენუმმა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი - ხვიჩა კიკილაშვილი დანიშნა. მაშინ, როდესაც ფრონტის წინა ხაზზე სხვადასხვა დარგის ასობით ჩვენი სპეციალისტი და მოქალაქე ებრძვის პანდემიის საშიშროებას და იცავს სამშობლოს, უზენაესი მოსამართლეები კვლავ მხოლოდ სკამზე და თავიანთი ძალაუფლების განმტკიცებაზე ფიქრობენ! საგანგაშოა, რომ ის "კლასტერი", რომელიც სხვა ადამიანების ბედს წყვეტს და შესაბამისად - ეთიკურ ორიენტირს უნდა აძლევდეს მთელ ქვეყანას თავისი ქმედებებით, განსაკუთრებით კრიზისის დროს, პოლიტიკური მაროდიორობით არის დაკავებული!

მადლობა "ქართულ ოცნებას" ქურდების მივლენისთვის უზენაეს სასამართლოში!’’ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

აღნიშნულ ინფორმაციას პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის’’ პრესსამსახური ავრცელებს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 05.05.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - მეჩვენება, რომ სააკაშვილი „ნაცმოძრაობის“ ტანზე მიბმული ლოდია, რომელიც მას ფსკერისკენ მიაქანებს
ნიკოლოზ მეტრეველი - ჩინეთი აღარ იმალება და იცდის
სინერჯი ჯგუფი კერძო კაპიტალის ოპერაციებში მონაწილეობისთვის (LBO) იურიდიულ პირებს იწვევს