ერთ დღეში StopCoV ფონდში ჩარიცხული თანხა 1 მლნ 700 ათასი ლარით გაიზარდა

3 აპრილის, 18:00 საათის მდგომარეობით, COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ StopCoV ფონდში 22 მილიონი 800 ათასი ლარია მობილიზებული.

„ფონდში შენატანები განახორციელეს, როგორც კომპანიებმა ასევე, ფიზიკურმა პირებმა: ირაკლი გილაური, 1 მლნ ლარი; საქველმოქმედო ფონდი „ხარება“, 300 ათასი ლარი ; ტავ ურბან საქართველო, 150 ათასი ლარი; აქსის თაუერსი, 50 ათასი ლარი; ქროსქანთრი საქართველო, 40 ათასი ლარი; მოგზაურთა კლუბი, 20 ათასი ლარი; გრიზლი, 20 ათასი ლარი; ჯორჯიან პეტროლეუმ დისტრიბიუშენი, 20 ათასი ლარი; გრინლაიფ - Greenlife, 15 ათასი ლარი; შატო მუკუზანი, 10 ათასი ლარი; შპს „ვარკეთილი 96“, 10 ათასი ლარი; ახალი ნათება, 10 ათასი ლარი; მაი ბილდინგი, 10 ათასი ლარი; შპს „არესემ კორპ“, 10 ათასი ლარი; გერალი, 10 ათასი ლარი; ფენიქსი, 10 ათასი ლარი; ახალი ნათება, 10 ათასი ლარი; შპს „მეტეორი“, 10 ათასი ლარი; სს სამშენებლო სამრეწველო და სავაჭრო ფირმა "ეჯეთაშ"-ის საქართველოს ფილიალი, 5 ათასი ლარი; რეალექსპერტი, 5 ათასი ლარი“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

ბიზნესომბუდსმენის ინფორმაციით, ამასთან, “ქართული ოცნების” მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, სამი თვის განმავლობაში ხელფასის 1/3-ს, StopCoV ფონდში გადარიცხავენ.

მათივე ინფორმაციით, StopCoV ფონდი, COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით შეიქმნა. StopCoV ფონდში აკუმულირებული თანხა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს