“m²“-მა 1000 სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა

“m²” თბილისის მერიის ინიციატივას შეუერთდა და 1000 სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” კომპანიიდან აცნობეს.

მათი ცნობით, აქცია პანდემიის პირობებში თბილისის სოციალურად დაუცველი მარტოხელა ხანდაზმულებისთვის დახმარების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. მათივე ინფორმაციით, პროდუქციის მიღებისა და დახარისხების პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ილია ელოშვილთან და “m² ჯგუფის” გენერალურ დირექტორ შოთა ბერეკაშვილთან ერთად გაეცნო.

მათი ცნობით, “m²” ქვეყანაში კორონავირუსის დაფიქსირების პირველივე დღიდან დგას სახელმწიფოს გვერდით და არაერთი აქტივობაც განახორციელა. მათ შორის 100 000 ლარი COVID19-ის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალურ ფონდში გადარიცხა.

„მიგვაჩნია, რომ ქვეყნისთვის ასეთ რთულ დროს, ბიზნესი აუცილებლად უნდა დადგეს სახელმწიფოსა და ხალხის გვერდით და, საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში, მაქსიმალური გააკეთოს. ამიტომ მსგავს შემოთავაზებებს ყოველთვის ენთუზიაზმით ვუერთდებით, მით უმეტეს, როდესაც საქმე სოციალურად დაუცველთა დახმარებას ეხება. დღეს, მერიის ინიციატივით, სოციალურად დაუცველ 1000 ოჯახს საკვები პროდუქტები გადავეცით და გვიხარია, თუ მათი ყოფა ოდნავ მაინც შევამსუბუქეთ. “m2” ყოველთვის დგას ქვეყნისა და ხალხის სამსახურში, რასაც საჭიროებიდან გამომდინარე, მომავალშიც გავაგრძელებთ“, - განაცხადა „m2 ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა, შოთა ბერეკაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო