ბექა ლილუაშვილი - სახელმწიფოს სტრატეგიის ნაწილი თავიდანვე იყო ის, რომ მაქსიმალურად ხელი შეეწყო ბიზნესისთვის, რათა საბოლოო ჯამში მათ შეენარჩუნებინათ ლიკვიდობა და დასაქმებულები

სახელმწიფოს სტრატეგიის ნაწილი თავიდანვე იყო ის, რომ მაქსიმალურად ხელი შეეწყო ბიზნესისთვის, რათა საბოლოო ჯამში მათ შეენარჩუნებინათ ლიკვიდობა, დასაქმებულები და მინიმიზაცია განგვეხორციელებინა ამ ნეგატიური ეკონომიკური ეფექტების იმ ადამიანების, ვინც სამსახურს დაკარგავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფოს პოლიტიკა მდგომარეობს იმაში, რომ მაქსიმალურად გათვალოს ნეგატიური ეკონომიკური ეფექტები და შეიმუშაოს ღონისძიებები, რათა უზრუნველყოს მოქალაქეების მიმდინარე საჭიროება და მხარი დაუჭიროს ბიზნესს.

„მას შემდეგ, რაც დავინახეთ, რომ ეპიდემიოლოგიური გამოწვევები გაიზარდა, რასაც შედეგად მოყვებოდა ეკონომიკური გამოწვევების ზრდაც, დამატებით ჩაერთო 2 მილიარდის მოცულობის პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს ისეთი ღონისძიებების განხორციელებას, როგორიც არს სასურსათო პროდუქციაზე ფასების შენარჩუნების სუბსიდირება, ასევე დაანონსდა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილში მოხდეს საკონტრაქტო ფასების სუბსიდირება, იმისთვის, რომ სხვადასხვა გამოწვევებიდან გამომდინარე, მათ შორის კურსთა შორის სხვაობიდან გამომდინარე ზეგავლენებმა არ მოახდინოს მათი საქმიანობის შეფერხება“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა