ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ კორონავირუსზე ტესტი 16 პირს  ჩაუტარდა და პასუხები უარყოფითია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დილის შემდეგ სიტუაცია უცვლელია და ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ჯერჯერობით არ გაზრდილა.

„დილიდან უცვლელი სიტუაცია გვაქვს. რჩება 148 დადასტურებული შემთხვევა. ჩვენთან დღეს 16 პაციენტზე ჩატარდა ტესტირება და ყველა უარყოფითია. ასევე , როგორც მე ვიცი, ჯერჯერობით შემატებული არაა დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა. ლუგარის ლაბორატორიაში მიმდინარეობს კვლევის პროცესი. ჩვენთან დილის შემდეგ მეორე ეტაპი დაიწყო და 8 პაციენტს ჩაუტარდა ტესტი, რომლის პასუხი გვიან გვექნება და ალბათ სიახლეები დილისთვის გვეცოდინება“, -აღნიშნა ეზუგბაიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს