ნათია თურნავამ და „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა სამედიცინო ხალათებისა და კომბინიზონების მწარმოებელი საწარმო „დოქტორ გუდს“ დაათვალიერეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა სამედიცინო ხალათებისა და კომბინიზონების მწარმოებელი საწარმო „დოქტორ გუდს“ დაათვალიერეს და წარმოების პროცესს ადგილზე გაეცნენ. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სააგენტო "აწარმოე საქართველოში"-დან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, სააგენტო "აწარმოე საქართველოში" ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად აქტიურად არის ჩართული საჭირო, სტრატეგიული პროდუქციის წარმოებაში.

„დღეს ჩვენ ვესტუმრეთ საწარმოს, რომელიც სამედიცინო ხალათებს და კომბინიზონებს აწარმოებს, ხოლო სააგენტოს შუამდგომლობით, კომპანიამ მოახერხა დამატებითი სახსრების მოზიდვა და წარმოების გაზრდა, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო „თიბისი ბანკს“. აღნიშნული წარმოება ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანების ჯანმრთელობისთვის, რათა მუშაობის გაგრძელება უსაფრთხოდ შეძლონ", - განაცხადა სააგენტოს დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა