გიორგი ვაშაძე - 20 ივნისის მოვლენების გამოძიება აუცილებლად მოხდება, ოღონდ არა "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში

"ახალი საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, საქართველოს სახალხო დამცველის 20-21 ივნისის მოვლენების გამოძიების შუალედურ ანგარიშს ეხმაურება და აცხადებს, რომ მმართველი გუნდი 20 ივნისის ღამის რეალური სურათის დამალვასა და მიჩქმალვას ცდილობს.

ვაშაძეს სრულ აბსურდად მიაჩნია, რომ რეზინის ტყვიების გასროლის გადაწყვეტილება სპეცრაზმელების მიერ იყოს მიღებული.

"ქართული ოცნება" ხელს აფარებს 20 ივნისის ღამის რეალურ სურათს, ცდილობს დამალოს და მიჩქმალოს ფაქტები, თითქოსდა სპეცრაზმელებმა თვითონ მიიღეს ეს გადაწყვეტილება- რეზინის ტყვიების გასროლის. ეს ხომ ხვდებით, რომ საერთოდ აბსურდია და ამაზე საუბარი არც უნდა იყოს. 20 ივნისის გამოძიება, აუცილებლად, მოხდება, ოღონდ არა "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში", - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას "ახალი საქართველოს" პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა