ამირან გოგიტიძე - თბილისის სასწრაფო დახმარების ექიმის ინფიცირების წყარო ეროვნული ბანკის კლასტერია

თბილისის სასწრაფო დახმარების ექიმი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ეროვნული ბანკის კლასტერიდანაა.

როგორც სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსმა, ამირან გოგიტიძემ განაცხადა, ექიმი მისი მეუღლისგან დაინფიცირდა, რომელიც ეროვნული ბანკის თანამშრომელია.

“თბილისის სასწრაფო დახმარების ექიმს დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნული ინფიცირება მოხდა მეუღლის მხრიდან და არ მომხდარა პაციენტის მხრიდან. აღნიშნული ინფიცირების წყარო წარმოადგენს ეროვნული ბანკის კლასტერს. ახლანდელი მდგომარეობით, ჩვენი ექიმი გადაყვანილია შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”, - განაცხადა გოგიტიძემ.

ცნობისთვის, 2 აპრილს ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა