ჯანდაცვის სამინისტრო - კორონავირუსით ინფიცირებული სასწრაფო დახმარების ექიმის ყველა კონტაქტი იდენტიფიცირებულია და ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყველა კონტაქტი, რომელსაც კორონავირუსით ინფიცირებულ ექიმთან შემხებლობა ჰქონდა, იდენტიფიცირებულია და ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

უწყებაში აცხადებენ, რომ ექიმის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

“საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირების წყარო ეროვნული ბანკის კლასტერს განეკუთვნება. ექიმის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული. ამ დროისთვის, ყველა კონტაქტი, რომელსაც მასთან შემხებლობა ჰქონდა, იდენტიფიცირებულია და ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან”, - აღნიშნავენ უწყებაში.

ცნობისთვის, თბილისის სასწრაფო დახმარების ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს