„ჯორჯიან ეარვეისის“ ჩარტერული რეისით ბერლინიდან საქართველოს 120 მოქალაქე დაბრუნდა

„ჯორჯიან ეარვეისის“ ჩარტერული რეისით ბერლინიდან საქართველოს 120 მოქალაქე დაბრუნდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ჯორჯიან ეარვეისის“ გენერალურმა დირექტორმა, რომან ბოკერიამ განუცხადა, ჩარტერული რეისი თბილისი-ბერლინი-თბილისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 18:05 საათზე ჩამოფრინდა. მისივე ინფორმაციით, საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეები საკარანტინო სივრცეში არიან გადაყვანილნი.

ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქეების სხვადასხვა ქვეყნიდან დასაბრუნებლად ჩარტერული რეისები სრულდება. დაგეგმილია შემდეგი რეისები: 4 აპრილი -ლონდონი-თბილისი - Georgian Airways (კომპანიის გეგმიური რეისი), 7 აპრილი -ათენი-თბილისი - Georgian Airways, 10 აპრილი -ლარნაკა-თბილისი - Georgian Airways.

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით და პრემიერ-მინისტრის მითითებით, საბჭოს მიერ განსაზღვრულ ავიარეისებზე სამგზავრო ბილეთის ფასი არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს. ამასთან, საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი ექვემდებარება 14 დღიან სავალდებულო კარანტინს.

იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
ქართული პრესის მიმოხილვა 13.05.2021
ალექსეი გარანი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აჩქარებს
გოგა მელიქიძე - საპენსიო სააგენტო კაპიტალის ბაზარზე საგრძნობლად გააქტიურდება
როგორ გავხადოთ თქვენი ქალაქი ჭკვიანი და უსაფრთხო: გადაწყვეტილება Ekin-ისგან ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე
ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი გაიხსნა
"ბარაქამ" აგრომაღაზია და ფერმერთა მომსახურების ცენტრები გახსნა - რას სთავაზობს კომპანია ფერმერებს
"ვოლტი საქართველო" 3 წლის გახდა