ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციით, რუსთავში კორონავირუსით ინფიცირების  2 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, რუსთავში კორონავირუსის კიდევ ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა.

რეხვიაშვილის განცხადებით, ამჟამად რუსთავში კორონავირუსით ინფიცირების 6 შემთხვევაა დადასტურებული.

“იყო 4 დადასტურებული ფაქტი და მიემატა 2 ახალი შემთხვევა. როგორც ჩემთვის ცნობილია და გავრცელებულია ინფორმაცია, ერთი ოჯახის წევრები არიან. მათი კავშირებისა და კლასტერის შესახებ ჯერ ამ წუთამდე ჩემთვის ცნობილი არ არის და როგორც კი გახდება შესაძლებელი, ჩვენ დამატებით დეტალურ ინფორმაციას ამ შემთხვევებთან დაკავშირებით მოგაწვდით… ეს არის გვიან დადასტურებული ფაქტი, ამიტომ არ მაქვს ჯერ მეტი ინფორმაცია და როგორც კი შევძლებთ იდენტიფიცირებასა და კავშირების დადგენას, აუცილებლად მოგაწვდით დამატებით ინფორმაციას“, – განაცხადა რეხვიაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

ცნობისთვის, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 155 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 28 გამოჯანმრთელებულია.

ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ თბილისის სასწრაფო დახმარების ექიმს და მის მეუღლეს, რომელიც ეროვნულ ბანკში მუშაობდა კორონავირუსი დაუდასტურდათ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა