თენგიზ ცერცვაძე - თუ ქრისტიანული დღესასწაულები ტრადიციული ფორმით ჩატარდება, შესაძლოა, ამან შემთხვევების მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ქრისტიანული დღესასწაულების ტრადიციული ფორმით ჩატარებას, შესაძლოა, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მნიშვნელოვანი მატება მოჰყვეს.

კითხვაზე, ქვეყანაში ინფექციის გავრცელების პიკი დაუკავშირდება თუ არა მოახლოებულ ქრისტიანულ დღესასწაულებს, ცერცვაძე აცხადებს, რომ გააჩნია ქრისტიანული დღესასწაულები როგორი ფორმატით ჩატარდება.

„არ ვიცი პიკი დაუკავშირდება თუ არა, მაგრამ თუ ქრისტიანული დღესასწაულები ტრადიციული ფორმით ჩატარდება, შესაძლოა, ამან გამოიწვიოს მნიშვნელოვანი მატება. ეს ჩემი პერსონალური აზრია. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ეკლესიას და არ მინდა, ჩავერიო მის საქმეში და რჩევები მივცე. უკვე არის სერიოზული საუბრები, მაგრამ არაა ჯერ მიღწეული საბოლოო შეთანხმება, რომ ეს დღესასწაულები რაღაც შეზღუდული ფორმით ჩატარდეს. ჯერ კიდევ არის დრო და თუ მანამდე ისეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომელიც სამედიცინო თვალსაზრისით რისკებს შეამცირებს, მაშინ არა და თუ ტრადიციულით ჩატარდა, მაშინ შეიძლება კი“, - განაცხადა ცერცვაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 155 -მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5526 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 344 პირი.

ინფორმაციისთვის, 155 ადამიანიდან 28 გამოჯანმრთელებულია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო