მარიამ ქვრივიშვილმა მოქალაქეების საკარანტინო სივრცეში განთავსების პროცესში მიიღო მონაწილეობა

ვარშავიდან და ბერლინიდან თბილისში სპეცრეისით საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდნენ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ტურიზმის ეროვნული ადმნისტრაციიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, აეროპორტში სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ ყველა მგზავრი, რომელთა რაოდენობა 239 – ს შეადგენდა, სპეციალურად მათთვის განკუთვნილი ავტობუსებით საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს, რომლებიც სასტუმროებში „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასსა“ და „ივერია ინნში“ მოწყობილი.

ბერლინიდან დაბრუნებულების საკარანტინო სივრცეში განთავსების პროცესში პირადად მიიღო მონაწილეობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის“ გენერალურ მენეჯერ ფრედ სმიტსთან ერთად. „რაკია ჯორჯიას“ მფლობელობაში მყოფმა „შერატონ გრანდ თბილისი მეტესი პალასის“ ხელმძღვანელებმა მთლიანი სასტუმრო 200 ნომრით სახელმწიფოს უსასყიდლოდ დაუთმეს.

„გრძელდება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უცხო ქვეყნებიდან დაბრუნების პროცესი. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ დავხვდით და ვმასპინძლობთ ბერლინდან ჩამოსულ 140-მდე მოქალაქეს. თითოეული მათგანი 14- დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლის. ჩვენ ამ ადამიანებს ვმასპინძლობთ სასტუმროში, რომელიც მათ მისაღებად მზად არის. ადგილზე მობილიზებულია ჯანდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და ყველა იმ უწყების წარმომადგენელი, რომლებიც უზრუნველყოფენ საკარანტინო სივრცეში იმ სტანდარტების დაცვას, რომელიც შემუშავებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ,“ - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

„ჩვენ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ავიღეთ და მხარს ვუჭერთ მთავრობას და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას საქართველოში მოქალაქეების დაბრუნების პროცესში. კარანტინში მყოფ პირებს ჩვენ ვუზრუნველყოფთ ოთახებითა და სამჯერადი კვებით სრულიად უფასოდ. სასტუმროს თანამშრომლები მზად არიან მათ მომსახურება გაუწიონ. ამ ფორმით ჩვენ გვინდა მხარი დავუჭიროთ ქვეყანას,“ - განაცხადა „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის“ გენერალურმა მენეჯერმა ფრედ სმიტსმა. კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და მთავრობის დადგენილებით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის 85 სასტუმროში საკარანტინო სივრცეების მოწყობას გაუწია ორგანიზება. ამ ეტაპზე კარანტინში 5300 -ზე მეტი ადამიანი იმყოფება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს