დასავლეთ საქართველოში საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის სწრაფი რეაგირების რქბ დაცვის ასეულის 5 ჯგუფია მობილიზებული

ქუთაისში, ბათუმში, ფოთსა და ზუგდიდში ძირითად საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის სწრაფი რეაგირების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური (რქბ) დაცვის ასეულის 5 ჯგუფია მობილიზებული, რომელიც ამერიკელი და გერმანელი პარტნიორებისგან გადაცემული სპეციალური ტექნიკითა და აღჭურვილობითაა უზრუნველყოფილი. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს” თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, სამხედრო ინჟინრები საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე ყველა შემავალ და გამავალ სატრანსპორტო საშუალებას დეზინფექციას სპეციალური ხსნარებით უტარებენ, პერიოდულად კი, მიმდებარე ტერიტორიის დეკონტამინაციასაც ახორციელებენ.

„რქბ დაცვის ასეულის სამხედროები უნიფორმისა და აღჭურვილობის სადეზინფექციო სამუშაოებს როტაციის წესით შეცვლილ პირად შემადგენლობასაც უტარებენ.

კორონავირუსის შესახებ მოქალაქეების ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე სამხედრო მოსამსახურეები საინფორმაციო ბუკლეტებსაც არიგებენ, რომელიც თავდაცვის ძალებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრმა გადასცა.

მთელი საქართველოს მასშტაბით საყოველთაო კარანტინის გამოცხადების შემდეგ, თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობა უკვე მეოთხე დღეა ქუთაისში, ბათუმში, ფოთსა და ზუგდიდში შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად 24 საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე მუდმივ რეჟიმში ახორციელებს მოქალაქეთა გადაადგილების კონტროლსა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებას”,- ნათქვამია ინფორმაციაში

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა